
"2025 წლისთვის ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალი"
18/04/2022 07:44:02 პოლიტიკა, საზოგადოება
პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "2025 წლისთვის ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალი".
"გვაქვს დაგეგმილი, რომ მომდევნო 3 წელიწადში ყველა მუნიციპალიტეტში დასრულდეს წყალმომარაგების პროექტი. 24-საათიანი წყალმომარაგება უნდა მიეწოდოს ყველა ქალაქს. აღნიშნული პროექტი დაფინანსდება დაახლოებით, 350 მილიონი ლარით და 2025 წელს ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალი", – განაცხადა პრემიერმა.