
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 74 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი
18/04/2022 07:09:07 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 74 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 357 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 970 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 436 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 534 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.49%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.44% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.21%.