Accentnews.ge
ახალგაზრდა ქალი ჰყვება, როგორ მოუკლეს შვილი ოკუპანტებმა შეთანხმებული ევაკუაციის დროს [ფოტო]

ახალგაზრდა ქალი ჰყვება, როგორ მოუკლეს შვილი ოკუპანტებმა შეთანხმებული ევაკუაციის დროს [ფოტო]

18/04/2022 07:09:05 ევროპა, საზოგადოება

„მინდორზე მივცოცავდი ჩემს სამი წლის ვაჟთან ერთად, ჩემი უფროსი შვილი მეორე მანქანაში იჯდა და უცებ, აფეთქება...“ - კიეველი ქალი ჰყვება, როგორ მოუკლეს 13 წლის შვილი ოკუპანტებმა შეთანხმებული ევაკუაციის დროს.

ომის დაწყების შემდეგ ინა ორ შვილთან ერთად სოფელ პერემოგაში გადავიდა, ფიქრობდა რა, რომ აქ ოჯახი უსაფრთხოდ იქნებოდა, თუმცა სოფელი ოკუპანტებმა დაიკავეს და აქედან ბომბავდნენ კიევის მიმდებარე ქალაქებს.

ადგილობრივები იხსენებენ, რომ ოკუპანტები ესროდნენ ყველაფერს, იტაცებდნენ ადამიანთა ჯგუფებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა კაცებს და ყოველდღიურად კლავდნენ მათ შორის რომელიმეს.

„ძალიან გვეშინოდა. გავიგეთ, რომ სოფლიდან ხალხი მიემგზავრებოდა და ჩვენც გადავწყვიტეთ, გვეცადა მშვიდობიანად გასვლა. გვითხრეს, რა გზით იყო ევაკუაცია შესაძლებელი. გზაზე ოკუპანტებს ვთხოვდით, მოეცათ გამგზავრების შესაძლებლობა“,– ჰყვება ინა.

ოკუპანტებმა ხუთი ავტომანქანისგან შემდგარ კოლონას მისცა ევაკუაციის უფლება, თუმცა მოქალაქეებს უბრძანეს, ქვეითად გადაადგილებულიყვნენ ავტომანქანების მახლობლად და ემოძრავათ მხოლოდ სოფლის გზაზე.

„უკანასკნელ ბლოკპოსტზე დაგვრთეს ნება, მაგისტრალზე გადავსულიყავით. ისინი ხელს გვიქნევდნენ ტანკებიდან და ჯავშანმანქანიდან „ბედნიერად! ნახვამდის!“. ანუ ჟესტებით გვისურვებდნენ მშვიდობიან მგზავრობას“,– იხსენებს ინა, მაგრამ როგორც კი ხალხი მანქანებში ჩასხდა, ოკუპანტებმა მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს:

„მე უმცროს შვილთან ერთად მესამე მანქანაში ვიყავი. თავიდან ვერ მივხვდით, რა მოხდა. შემდეგ დავინახე, როგორ მოფრინავდა წითელი რაკეტა და მივხვდი, რომ გვესვრიან. გადმოვხტით მანქანებიდან, მინდორზე გავხოხდი და თან მიმყავდა ჩემი სამი წლის შვილი. ამ დროს ჩემი უფროსი ვაჟი მეორე მანქანაში იჯდა“.

ასეთ მდგომარეობაშია ქუდი, რომელიც 13 წლის ბიჭს იმ დღეს თავზე ეხურა.

ეს თეთრი პერანგია, რომელიც მან ქურთუკის გარედან ჩაიცვა თეთრი ზეწრის ნაცვლად.

რუს სამხედროებს არ განუმარტავთ, რატომ გაუხსნეს ცეცხლი მშვიდობიან მოქალაქეებს.

თავდასხმის შემდეგ ყველანი სოფელში დაბრუნდნენ. ინამ საკუთარი ვაჟის ცხედარი ბაღში დაკრძალა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც სოფელი უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს, ქალმა შვილის სოფლის სასაფლაოზე დაკრძალვა შეძლო.

„ფოტოზე ზუსტად ისეთია, როგორიც იყო მისი ცხოვრების უკანასკნელ წუთებში.

დაკრძალვიდან ერთი კვირის თავზე დაესიზმრა, „ახლა ნებისმიერი რამ შემიძლია, ვიყოო: კოღო, პეპელა...“,– იხსენებს დედა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S