უკრაინაში პუტინის ომს 205 ბავშვი ემსხვერპლა
18/04/2022 06:42:41 მსოფლიო
უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 205 ბავშვი დაიღუპა, 362–მა ბავშვმა დაზიანებები მიიღო.
მისი ცნობით, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან იმ რეგიონებში, სადაც საომარი მოქმქედებები აქტიურად მიმდინარეობს, მონაცემების გადამოწმება შეუძლებელია.
პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის, კიევის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ხერსონის, ნიკოლაევსკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, სუმისა და ჟიტომირის ოლქებში.
რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს.


