ზელენსკი მაკრონს უკრაინაში იწვევს: "მსურს, გაიგოს, რომ აქ გენოციდია და არა ომი"
18/04/2022 06:32:44 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგი კოლეგა ემანუელ მაკრონი უკრაინაში მიიწვია.
"მგონია, რომ მას [მაკრონს] სურს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რათა რუსეთი დიალოგში შემოვიდეს. მე იგი უკრაინაში მოვიწვიე. მსურს, მან გაიგოს, რომ ეს არ არის ომი, ეს გენოციდია", - განაცხადა ზელენსკიმ.
12 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს "გენოციდი" უწოდა. ბაიდენის განცხადების პასუხად საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ტერმინ გენოციდის წოდებასთან ფრთხილად იქნებოდა.


