თურქეთმა ერაყში სამხედრო ოპერაცია დაიწყო
18/04/2022 05:36:13 მსოფლიო
ანკარამ ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია დაიწყო. თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკარის განცხადებით, თურქულმა თვითმფრინავებმა წარმატებით შეუტიეს PKK–ს თავშესაფრებს, ბუნკერებს, გვირაბებსა და საწყობებს.
"ოპერაცია გეგმისამებრ წარმატებით ხორციელდება. მიზნები, რომლებიც პირველ ეტაპზე იყო დასახული, მიღწეულია. გადაწყვეტილი გვაქვს, ვიხსნათ ჩვენი ერი ტერორისტული უბედურებისგან, რომელიც 40 წელია, ტანჯავს ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება, სანამ უკანასკნელი ტერორისტი არ განეიტრალდება“, - განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.


