ხერსონში რუსმა სამხედროებმა პურის საყიდლად მიმავალ ბავშვებს ცეცხლი გაუხსნეს
17/04/2022 14:14:03 მსოფლიო
ხერსონის რაიონის სოფელ გავრილოვკაში რუსმა სამხედროებმა პურის საყიდლად მაღაზიაში მიმავალ ბავშვებს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას უნიანი ავრცელებს.
მათი ცნობით, მიყენებული დაზიანებების შედეგად 1 ბავშვი დაიღუპა, კიდევ 1 კი დაშავდა.
გამოცემა ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსმა სამხედროებმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს, ბავშვები გაიქცნენ, სამხედროებმა კი მათ ესროლეს.


