აშშ-დან უკრაინაში ახალი სამხედრო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა
17/04/2022 07:00:45 მსოფლიო
აშშ-ის მიერ გამოყოფილი 800 მილიონი დოლარის პაკეტის ფარგლებში, უკრაინაში სამხედრო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა, - იუწყება CNN.
დახმარების ფარგლებში, შეერთებული შტატები პირველად დათანხმდა კიევისთვის მძლავრი იარაღის, მათ შორის MI-17 ტიპის 11 ვერტმფრენის, 155 მილიმეტრიანი 18 ერთეული ჰაუბიცის და 300 ერთეული Switchblade, იგივე "თვითმკვლელი" დრონის მიწოდებას.
13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ვაშინგტონი დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფდა, მათ შორის ჯავშანტექნიკას და ვერტმფრენებს.
ცნობისთვის: რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს.


