
რუსეთში, საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
17/04/2022 06:35:16 საზოგადოება
რუსეთში, საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა.
ბიძგები 08:49 საათზე დაფიქსირდა.
საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან 10 კილომეტრში იყო.
პირველადი მონაცემებით, ბიძგების სიძლიერემ 3.8 მანგიტუდა შეადგინა.