Accentnews.ge
სასამართლომ ვიქტორ მედვედჩუკს პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ვიქტორ მედვედჩუკს პატიმრობა შეუფარდა

16/04/2022 20:06:28 მსოფლიო

ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკს, ყოფილი ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია „ოპოზიციური პლატფორმა -სიცოცხლისათვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე კვირიანი ძებნის შემდეგ კონსპირაციულ ბინაზე დააკავეს.

სასამართლოს გადაწყვეტილები ოლიგაქრ მედვედჩუკს, რომლის ქონება რამდენიმე მილიარდ უკრაინულ ჰრივნას შეადგენს, არ ექნება გირაოს გადახდის უფლება .

უკრაინის უშიშროების სამსახურმა 12 აპრილს, ღამით, ფოტოებთან ერთად გაავრცელა ინფორმაცია ვიქტორ მედვედჩუკის დაკავების შესახებ. უშიშროების სამსახურის ხელმძღვანლის, ივან ბაკანოვის განცხადებით, უკრაინის სპეცსამსახურებმა ჩაატარეს „ელვისებური და მრავალდონიანი სპეცოპერაცია“. ბაკანოვს მედვედჩუკის დაკავების ადგილი არ დაუსახელებია.

უკრაინის საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, ლვოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაყადაღებულია 26 ავტომობილი, 23 სახლი, 32 ბინა, მიწის 30 ნაკვეთი და სხვა ქონება.

ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ნათლიმამაა.

უკრაინის გენერალური პროკურატურა მედვედჩუკს ბრალს სდებს სახელმწიფოს ღალატსა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაში. 2021 წლის მაისიდან, ვიქტორ მედვედჩუკს აღკვეთის ზომად შეფარდებული ჰქონდა შინაპატიმრობა. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S