Accentnews.ge
"ჩემს მეგობარ პრეზიდენტ ზელენსკის შემდგომი სამხედრო დახმარების შესახებ ვაცნობე"

"ჩემს მეგობარ პრეზიდენტ ზელენსკის შემდგომი სამხედრო დახმარების შესახებ ვაცნობე"

16/04/2022 19:48:28 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინისთვის განკუთვნილი ახალი სამხედრო დახმარების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ამის შესახებ ჯონსონმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

ჯონსონის თქმით, მორიგი სამხედრო დახმარების შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს აცნობა.

„დღეს შუადღისას ჩემს მეგობარ პრეზიდენტ ზელენსკის შემდგომი სამხედრო დახმარების შესახებ ვაცნობე, რომელსაც უკრაინას უახლოეს დღეებში გავუწევთ. დიდი ბრიტანეთი არ შეჩერდება, რათა უკრაინელებს ჰქონდეთ საჭირო რესურსი, რათა მათ დაიცვან თავისი ქვეყანა რუსული შეტევისგან. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S