
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
16/04/2022 11:53:48 საზოგადოება
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, არკადი კასრაძე დაიღუპა.
ინფორმაცია მისმა თანამებრძოლმა, ვანო ნადირაძემ გაავრცელა. მისი თქმით, ქართველი ჯარისკაცი რუბეჟნოეშიბრძოლისას მოკლეს.
არკადი კასრაძე უკრაინაში დაღუპული მე-7 ქართველია. რუსების წინააღმდეგ ბრძოლას ამ დრომდე ასევე ემსხვერპლნენ:
დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა.