Accentnews.ge
რუსეთმა ბორის ჯონსონს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა ბორის ჯონსონს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

16/04/2022 10:30:09 მსოფლიო

რუსეთმა ბორის ჯონსონი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები შავ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

მათი ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, მინისტრთა კაბინეტის წევრებს და რიგ პოლიტიკოსებს რუსეთში ჩასვლა აეკრძალებათ.

მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს შავ სიაში მოხვდა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლიზ ტრასი, ასევე ვიცე-პრემიერი დომინიკ რააბი, თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი და სხვები.

ნუსხაში ასევე არის დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S