უკრაინის გენპროკურატურა: "რუსეთის აგრესიას 200 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა"
16/04/2022 08:45:15 მსოფლიო
უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ 200 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ომის მიმდინარეობისას 360 ბავშვი დაშავდა.
ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკისა და კიევის ოლქებში. გარდა ამისა, დაბომბვებისა და სროლების შედეგად დაზიანებულია 1018 სასწავლო დაწესებულება, მათგან 95 სრულად განადგურებულია.


