Accentnews.ge
ექსპერტებმა "Москва"–ს დაბომბვის ადგილი აღმოაჩინეს

ექსპერტებმა "Москва"–ს დაბომბვის ადგილი აღმოაჩინეს

15/04/2022 20:25:11 ევროპა

ექსპერტებმა გააანალიზეს თანამგზავრების სურათები, რომლებიც აჩვენებდნენ გემების მდებარეობას ატმოსფეროში ღრუბლების მეშვეობით და დაადგინეს რუსეთის სარაკეტო კრეისერის "Москва"–ს ადგილმდებარეობის ზუსტი კოორდინატები იმ მომენტისთვის, როდესაც მას უკრაინული რაკეტები „ნეპტუნი“ მოხვდა,– იუწყება უკრაინული მედია Naval News–ზე დაყრდნობით.

კერძოდ, ექსპერტებმა გაანალიზეს რამდენიმე თანამგზავრი ინფრაწითელი ფილტრით და ნახეს, რომ გემზე აფეთქება 13 აპრილს, 6:52 საათზე (კიევის დროით) მოხდა. იმ მომენტში გემი იმყოფებოდა ზმეინის კუნძულის აღმოსავლეთით - ოდესიდან 80 საზღვაო მილის და უკრაინის სანაპიროდან 50 საზღვაო მილის დაშორებით. ზუსტი კოორდინატები რუსულ კრეისერზე უკრაინის სარაკეტო დარტყმის დროს იყო 45°10’43,39″N, 30°55’30.54″E.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ იმ მომენტში "Москва"–დან არც თუ ისე შორს იყო კიდევ რამდენიმე რუსული ხომალდი.

"Москва"–ს მდებარეობა ემთხვევა 12 აპრილის სატელიტურ სურათებს და როგორც ექსპერტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, ეს ადასტურებს უკრაინის ხელისუფლების ვერსიას გემის რაკეტებით დაზიანების თაობაზე, რადგან გემი იმ დისტანციაზე იყო, რომელიც ხვდება უკრაინული რაკეტების მოქმედების დიაპაზონში.

გემის ჩაძირვის შესახებ 13 აპრილს გახდა ცნობილი. მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომა დაადასტურა გემის ჩაძირვა, თუმცა უკრაინელი რაკეტების როლს არ აღიარებს. უწყების მოკლე ცნობაში ვკითხულობთ, რომ კრეისერზე ხანძარი გაჩნდა, შედეგად მოხდა საბრძოლო მასალის დეტონაცია, გემი სერიოზულად დაზიანდა, ეკიპაჟი სრულად ევაკუირებულია, ხანძრის გამომწვევი მიზეზები კი დგინდება.

აღნიშნული სარაკეტო კრეისერი იყო რუსული სამხედრო ძლიერების სიმბოლო, რასაც მისთვის შერჩეული სახელწოდებაც მოწმობს. ეს იყო ყველაზე დიდი რუსული გემი. მას „ცივი ომის“ პროექტს უწოდებდნენ. არსებული ცნობებით, ხომალდზე 510–მდე პირი იმყოფებოდა.

"მის ჩაძირვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ფსიქოლოგიური, ისე სამხედრო თვალსაზრისით: ის იყო კრეისერი, რომელსაც შავ ზღვაზე ანალოგი არ ჰყავდა – ფაქტობრივად, რუსეთის საზღვაო დომინირების სიმბოლო იყო“,– ამბობს ლაშა ბერიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე, პოლკოვნიკი.

„ზუსტად როგორ ჩაიძირა, ამას ომის შემდეგ გავიგებთ, მაგრამ მანამდე მხოლოდ აღფრთხოვანება შეგვიძლია, გამოვხატოთ, თუ როგორ კარგად დაგეგმეს, სწორად შეარჩიეს ადგილი. ოპერაცია იდეალურად შესრულდა. ასეთი სახის დარტყმის განხორციელება მსგავს კრეისერზე, რომელსაც უდიდესი თავდაცვითი შესაძლებლობები გააჩნია, ძალიან რთულია: მას შეეძლო, ბირთვული დარტყმისთვის რაკეტების განთავსება. მას სარაკეტო დარტყმის განხორციელება1000–კმ–მდე მანძილზე შეეძლო. ბევრი სარაკეტო დარტყმა, რომელიც განხორციელდა უკრაინის ტერიტორიაზე შავი ზვიდან, სწორედ ამ კრეისერიდან მოდიოდა, რადგან სხვა ანალოგიური კრეისერი რუსებს არ ჰყავთ. ასევე გააჩნდა საჰაერო თავდაცვის სისტემები – იგივე ეს–300–ის საზღვაო ანალოგი, ახლო საჰაერო თავდაცვის სისტემები. ამდენად, მასზე ზღვიდან, ხმელეთიდან და ჰაერიდანაც ძალიან რთული იყო შეტევა“,– ამბობს პოლკოვნიკი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S