
შოლცს დამატებით 2 მილიარდის გამოყოფა სურს სამხედრო აღჭურვილობისთვის, რომლის ძირითადი ნაწილი უკრაინას გადაეცემა – მედია
15/04/2022 19:55:55 ევროპა
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს სურს, გამოყოს დამატებითი 2 მილიარდი ევრო ახალი სამხედრო აღჭურვილობისთვის, ძირითადად უკრაინის დასახმარებლად,– იუწყება Reuters გერმანიის მთავრობაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს ცნობით, თანხა ახალ სამხედრო ტექნიკაზე უნდა დაიხარჯოს, რომლის უმეტესი ნაწილი უკრაინას გადაეცემა. მხოლოდ ევროპის მშვიდობის ფონდისთვის, რომელიც უკრაინისთვის იარაღს ყიდულობს, ამ თანხიდან 400 მილიონ ევრომდა გათვალისწინებული.
უწყების ცნობით, მთავრობა უკვე დათანხმდა სამხედრო დახმარების თანხების მნიშვნელოვან გაზრდას.