
იტალიის და საფრანგეთის ელჩები კიევში დაბრუნდნენ
15/04/2022 19:23:00 ევროპა
იტალიის ელჩი პიერ ფრანჩესკო ზაზო კიევში დაბრუნდა და როგორც იუწყება, მომავალი კვირიდან საელჩო სრულად განაახლებს მუშაობას.
"ელჩი ზაზო ახლახან ჩავიდა კიევში და გახსნა საელჩო, ორშაბათიდან იგი სრულად განაახლებს მუშაობას. ეს არის იტალიის სიმბოლო, რომელიც დროს არ კარგავს, არ წყვეტს დიპლომატიისადმი რწმენას და დაჟინებით ეძებს მშვიდობის გზებს", –განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ.
კიევში დაბრუნდა საფრანგეთის ელჩი ეტიენ დე პონსენიც.
„კიევი არ დაუპყრიათ – უკრაინამ გაუძლო და ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება ახლოს ვიყოთ უკრაინის ხელისუფლებასთან, რათა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვხატოთ“, - თქვა ეტიენ დე პონსინმა.