Accentnews.ge
მეტრეველი – შეწყალებაზე: "მგონია, რომ სალომეს მტერი ჰყავს შიგნით"

მეტრეველი – შეწყალებაზე: "მგონია, რომ სალომეს მტერი ჰყავს შიგნით"

18/09/2019 05:17:01 ციტატა

"ვაიმე, ეს როგორ მოხდა, ოთხმეზურის მკვლელი როგორ შეიწყალეს. რაღაც მგონია, რომ სალომეს ვიღაც მტერი ჰყავს შიგნით და შეცდომაში შეიყვანა.

როგორ დავიჯერო, რომ სალომემ, ბატონი გოგი ოთხმეზურის შვილის მკვლელი შეგნებულად შეიწყალა. ძალიან განვიცდი ამ ამბავს”.

ამის შესახებ 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი Facebook-ზე წერს. 

მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი შეიწყალა. მათ შორის პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორის ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.

სკანდალი ამით არ დასრულებულა. ირკვევა, რომ შეწყალებულთა შორის არის მკვლელობისთვის მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი და მოქალაქე, რომელიც ამ დრომდე ძებნაშია. 


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S