
"მზად უნდა ვიყოთ" - ზელენსკი პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოიყენებას არ გამორიცხავს
15/04/2022 19:17:37 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინასთან ომში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოყენებისთვის მსოფლიო მზად უნდა იყოს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა CNN–თან ინტერვიუი აღნიშნა, პუტინმა შესაძლოა, მიმართოს ქიმიურ ან ბირთვულ იარაღს, რადგან ის გულგრილია ადამიანის სიცოცხლის მიმართ:
„ამაზე არა მხოლოდ მე, არამედ მთელმა მსოფლიომ უნდა ინერვიულოს... მათ ეს შეუძლიათ, რადგან მათთვის ადამიანური სიცოცხლე არაფერია... ჩვენ კი არ უნდა გვეშინოდეს, არამედ მზად უნდა ვიყოთ და ეს საკითხი მხოლოდ უკრაინას კი არ ეხება“.
მანამდე აშშ–ის დაზვერის სამსახურის უფროსმა უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ „პოტენციურმა სასოწარკვეთამ“ კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს, უკრაინაში გამარჯვების იერსახის შექმნისთვის, შესაძლოა, ტაქტიკური ან მცირე ზომის ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ უბიძგოს.
„პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის ხელმძღვანელობის პოტენციური სასოწარკვეთის გათვალისწინებით იმ წარუმატებლობის გამო, რაც მათ აქამდე განიცადეს სამხედრო თვალსაზრისით, არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია ზედაპირულად აღიქვას ტაქტიკური ან მცირე ზომის ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენების საფრთხე“– ამბობს ბერნსი, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ მიუხედავად პუტინის მიერ ხშირი მინიშნებისა ბირთვულ საფრთხეებზე, მას არ უნახავს ჯარების განლაგების ან იარაღის გადაადგილების „პრაქტიკული მტკიცებულება“, რაც ამგვარი ნაბიჯის გარდაუვალობაზე მიუთითებდა.