Accentnews.ge
კაცი, რომელმაც ოკუპანტებს საკუთარი სახლი არ დაუთმო, დახვრიტეს

კაცი, რომელმაც ოკუპანტებს საკუთარი სახლი არ დაუთმო, დახვრიტეს

15/04/2022 15:30:13 ევროპა, საზოგადოება

ხერსონის ოლქის სოფელ პრიგორიეს მკვიდრი 59 წლის იგორ ტარასიუკი ოკუპანტებმა იმიტომ დახვრტეს, რომ რუს სამხედროებს საკუთარი სახლის საცხოვრებლად დათმობაზე კატეგორიული უარი განუცხადა და ურჩია, თავიანთ „რუსულ მშვიდობასთან“ ერთად დაეტოვებინათ ტერიტორია.

როგორც მოკლულის მეუღლე იხსენებს, სოფელში რუსების გამოჩენით ადგილობრივები ძალიან შეშინდნენ, რადგან ისინი ქუჩებში მანქანით გადაადგილდებოდნენ, იჭრებოდნენ სახლებში, ითვისებდნენ ტანსაცმელს, ტექნიკას, სიგარეტს.

ქალი ყვება, რომ მოსახლეობის უმეტესობა უარს ამბობდა ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე, თუმცა აღმოჩნდა ერთი პირი – რუსლან მიხაილიუკი, რომელმაც ოკუპანტებს მიუთითა საველე გზებზე, რომელთა გამოყენებაც შეეძლოთ თავიანთი კოლონებისთვის და უჩვენებდა ღამის გასათევ ადგილებზეც.

„როდესაც ეს არაადამიანები ჩვენთან მოვიდნენ, ჩემმა გარდაცვლილმა მეუღლემ ისინი გააძევა, უთხრა, რომ თავიანთ „რუსულ მშვიდობასთან“ ერთად წათრეულიყვნენ. 11 მარტს, როდესაც სროლის ხმა გავიგეთ, სარდაფში ჩავირბინეთ მე, ჩემმა ვაჟმა, მეზობელმა და მისმა ქალიშვილმა. ჩემი ქმარი მათკენ გაიქცა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა: ჯერ იყო სხროლის ხმა, შემდეგ ყვირილი, ხროტინი და სიჩუმე ჩამოვარდა.

სუნთქვა შეგვეკრა, როდესაც ორკი სარდაფში ჩამოვიდა და მისებს რაციით გადასცა „ყველაფერი სუფთააო" და გაიქცა. ამის შემდეგ იყო ძლიერი აფეთქება (ეს იყო ორკის მიერ ნასროლი ყუმბარა), მაგრამ ღმერთმა გვიხსნა – ხელყუმბარა კიბეებზე აფეთქდა“, - იხსენებს ქალი და დასძენს, რომ ოკუპანტები ცხედრის დაკრძალვის შესაძლებლობას არ აძლევდნენ, ქმარი მხოლოდ 14 აპრილს დამარხა მალულად, მეზობლების დახმარებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S