
"ეს კრიტიკული იარაღია": უკრაინამ ჩეხური მძიმე არტილერია მიიღო
15/04/2022 13:37:32 ევროპა
ჩეხეთმა უკრაინაში ბოლო კვირების განმავლობაში ტანკებისა და ქვეითი საბრძოლო მანქანების გარდა, თვითმავალი ჰაუბიცები „Dana“ და ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] RM-70 გაგზავნა,– იუწყება პორტალი Echo24.
მიწოდებული ჰაუბიცების რაოდენობა უცნობია, თუმცა აღინიშნა, რომ ისინი უკრაინაში უკვე ჩაიტანეს.
რაც შეეხება ზალპური ცეცხლის სისტემას, მიწოდებულ იქნა არანაკლებ 20 ერთეულისა.
სამხედრო ანალიტიკოსის ლუკაშ ვიზინგერის განმარტებით, ჩეხური წარმოების RM-70–ს საბჭოთა ვერსიისგან განსხვავებით, მხოლოდ 40 რაკეტა აქვს, მაგრამ მეორე ზალპის უზრუნველყოფა შეუძლია.
მისი აზრით, ეს უკრაინული არმიისთვის კრიტიკული იარაღია, რომელსაც მხარდაჭერის აღმოჩენა შეუძლია უკრაინის არმიის წინააღმდეგობისთვის ქვეყნის აღმოსავლეთში, სადაც ახლა მთელი ყურადღებაა კონცენტრირებული.
"მნიშვნელოვანია და სწორია, რომ უკრაინამ მიიღოს მძიმე არტილერია, რადგან ის დონბასში საბრძოლველად არის საჭირო. წინა კვირებში უკრაინამ საზენიტო რაკეტების წყალობით შეძლო რუსეთის შეტევის შეჩერება. მაგრამ თუ უკრაინას დონბასში გამარჯვება სურს, ეს სრულიად განსხვავებული ბრძოლა იქნება. ამისთვის საჭიროა მძიმე შეტევითი იარაღი – ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, არტილერია, რომელსაც იგი ჩვენგან იღებს“, – განაცხადა ექსპერტმა.
შეერთებულ შტატებთან ერთად, ჩეხეთი ერთ-ერთი ლიდერია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის კუთხით, მათ შორის მძიმე ტექნიკის მიწოდებაში.
იხილეთ ასევე: 11 შვეულმფრენი, 18 ჰაუბიცა, 200 ჯავშანტრანსპორტიორი: რას ითვალისწინებს აშშ–ის დახმარების ახალი პაკეტი