Accentnews.ge
ზახაროვა: “შვედეთმა და ფინეთმა უნდა გააცნობიერონ NATO-ში გაწევრიანების შედეგები”

ზახაროვა: “შვედეთმა და ფინეთმა უნდა გააცნობიერონ NATO-ში გაწევრიანების შედეგები”

15/04/2022 12:47:28 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ შვედეთმა და ფინეთმა უნდა გააცნობიერონ, რა შედეგები მოჰყვება მათ ურთიერთობებს რუსეთთან, თუ ისინი ნატოს წევრები გახდებიან.

მისივე მტკიცებით, ბოლო წლებში იყო "გარე ძალების" მიზანმიმართული კამპანია შვედეთისა და ფინეთის ჩრდილო ატლანტიკურ ბლოკში "ჩათევის" მიზნით.

როგორც ზახაროვა ამბობს, თუ შვედეთი და ფინეთი ალიანსს შეუერთდებიან, ისინი გახდებიან რუსეთსა და ნატო–ს ორის დაპირისპირების ახალი საზღვარი.

"რა თქმა უნდა, არჩევანი შვედეთისა და ფინეთის ხელისუფლებაზეა. მაგრამ მათ ასევე უნდა გააცნობიერონ ასეთი ნაბიჯის შედეგები ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე, რომელიც ახლა კრიზისშია", - განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ, ფინეთსა და შვედეთში ნატო–ს წევრობის მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. წინასწარი მონაცემებით, ქვეყნები წევრობაზე განაცხადს ოფიციალურად გაზაფხულის ბოლოს გააკეთებენ.

”ყველაფერი შეიცვალა, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ფინეთის და შვედეთის მოსახლეობის დამოკიდებულება ძალიან შეიცვალა რუსეთის ქმედებების გამო. ეს მკაფიოა. და ამან გამოიწვია დისკუსია ჩვენი არჩევანის შესახებ უსაფრთხოების კუთხით, ნატოში გაწევრიანების შესახებ“, - თქვა ფინეთის პრემიერ–მინისტრმა სანა მარინმა.

თუკი გეგმები განხორციელდება, ფინეთი გახდება ქვეყანა, რომელსაც ნატოს წევრთა შორის ყველაზე გრძელი (1300 კილომეტრზე მეტი) საზღვარი ექნება რუსეთთან. ამავე დროს ფინეთსაც და შვედეთსაც მოეპოვებათ გრძელი სანაპირო ზოლი და მრავალრიცხოვანი კუნძულები ბალტიის ზღვაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S