
ჩრდილოეთ მაკედონიამ კიდევ ექვსი რუსი დიპლომატი გააძევა
15/04/2022 11:17:37 ევროპა
ჩრდილოეთ მაკედონიიაში კიდევ ექვსი რუსი დიპლომატი გამოაცხადეს პერსონა ნონ–გრატად,–იუწყება Meta.
მათ ხუთი დღე აქვთ ქვეყნის დასატოვებლად.
შესაბამისი ნოტა რუსეთის ელჩს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაეცა.
„კომპეტენტური ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამ პირებმა განახორციელეს ვენის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციის საწინააღმდეგო ქმედებები და უნდა დატოვონ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ტერიტორია მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში“, - აცხადებენ ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
იგივე არგუმენტით ქვეყნიდან 28 მარტს გააძევეს ხუთი რუსი დიპლომატი.