Accentnews.ge
სომხეთი თურქეთს მოქალაქეთა გარკვეული ნაწილისთვის სახმელეთო საზღვრის გახსნას სთავაზობს

სომხეთი თურქეთს მოქალაქეთა გარკვეული ნაწილისთვის სახმელეთო საზღვრის გახსნას სთავაზობს

15/04/2022 11:07:29 მსოფლიო

სომხეთი თურქეთს მოქალაქეთა გარკვეული ნაწილისთვის სახმელეთო საზღვრის გახსნას სთავაზობს. როგორც სომხური მედია იუწყება, შეთავაზება დიპლომატიური პასპორტების მქონე მოქალაქეებს ითვალისწინებს.

“ავიამიმოსვლის აღდგენა სომხეთსა და თურქეთს შორის მნიშვნელოვანი ორმხრივი ნაბიჯია. სომხური მხარე თანახმაა, თამამი ნაბიჯები გადადგას. დარწმუნებული ვართ, რომ ერთადერთი გზა წინსვლისა, არის მკაფიო უწყვეტი ნაბიჯები. მაგალითად, ჩვენ თურქულ მხარეს შევთავაზეთ, პირველ ეტაპზე გაიხსნას სახმელეთო საზღვარი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის, თუმცა, თურქული მხარე არ ჩქარობს ამას. ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხში მივაღწევთ შედეგს”, – განაცხადა სომხეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ვაან უნანიანმა.

მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებზე საუბრისას ასევე ისაუბრა თამამი ნაბიჯების აუცილებობაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S