Accentnews.ge
რუსეთის მიერ იაპონიის ზღვაში რაკეტების გამოცდის შემდეგ, ტოკიო სადაზვერვო მუშაობას აძლიერებს

რუსეთის მიერ იაპონიის ზღვაში რაკეტების გამოცდის შემდეგ, ტოკიო სადაზვერვო მუშაობას აძლიერებს

15/04/2022 11:01:40 მსოფლიო

მას შემდეგ, რაც რუსეთმა იაპონიის ზღვაში „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოსცადა, ტოკიო სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებასა და მონიტორინგს გააძლიერებს.

"იაპონიის სიახლოვეს ბოლო წლებში გაიზარდა რუსეთის სამხედრო აქტიურობა, თანამედროვე მოწყობილობების განთავსებისა და წვრთნების ჩათვლით. გავაგრძელებთ ინფორმაციის ფხიზელ მონიტორინგს". – თქვა იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ნობუო კიშიმ თემის კომენტირებისას.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი იაპონიის ზღვაში აქტიურად ატარებს სამხედრო წვრთნებს. ბოლო კვირებში მოსკოვმა კურილის კუნძულებთან, რომელიც იაპონიასთან სადავო ტერიტორიაა, სამხედრო აქტიურობა გაზარდა. 28 მარტს ტოკიომ გააპროტესტა მოსკოვის მიერ წვრთნების ჩატარება, რომელშიც 3000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

14 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იაპონიის ზღვაში ორი წყალქვეშა ნავით „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოსცადეს. მათ არ დაუსახელებიათ გამოცდის ზუსტი თარიღი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S