Accentnews.ge
"ჰამასმა" სრული მობილიზაცია გამოაცხადა

"ჰამასმა" სრული მობილიზაცია გამოაცხადა

15/04/2022 10:51:08 მსოფლიო

პალესტინური ანკლავის, ღაზის სექტორის მმართველმა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ სრული მობილიზაცია გამოაცხადა და პალესტინელებს ალ-აკსას მეჩეთთან შეკრებისკენ მოუწოდა.

"ვაცხადებთ სრულ მობილიზაციას, ყველგან სადაც ჩვენი ხალხია. მასებს მოვუწოდებთ, რომ გამოვიდნენ ასიათასობით, რათა დავიცვათ ჩვენი ერი და ჩვენი მეჩეთი". – განაცხადა „ჰამასმა“.

ამის შემდეგ, 15 აპრილს ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკებები დაიწყო. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

პარალელურად, ისრაელის მმართველ კოალიციაში მყოფი ისლამისტური პარტია „რაამი“ მთავრობას აფრთხილებს, რომ მოვლენები კოალიციის არსებობას საფრთხეს უქმნის. კოალიციამ ქნესეთში ადგილების უმრავლესობა გასულ კვირაში დაკარგა, მას შემდეგ, რაც ის „იდით სილმანმა“ დატოვა. ქნესეთში ადგილები მმართველ კოალიციასა და ოპოზიციას შორის ამჟამად თანაბრადაა გადანაწილებული და ორივე მათგან 60-60 მანდატი აქვთ.

ბოლო კვირაში პალესტინელებსა და ებრაელებს შორის დაძაბულობა კვლავ გაიზარდა. მოხდა შეტაკებებიც, რასაც 14 აპრილს სამი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა, სილვადთან და ბეთლემთან. პარალელურად, გასულ დღეებში გახშირებული იყო ისრაელის მოქალაქე არაბებისა და დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელების ტერორისტული თავდასხმები, რასაც 14 ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S