Accentnews.ge
რუსი სენატორი ირწმუნება, რომ პუტინის ომი უკრაინაში "მალე დასრულდება"

რუსი სენატორი ირწმუნება, რომ პუტინის ომი უკრაინაში "მალე დასრულდება"

15/04/2022 10:43:09 ევროპა, მსოფლიო

რუსი სენატორი, საერთაშორისო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფედერაციის საბჭოს წევრი ანდრეი კლიმოვი ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომი, რომელსაც რუსეთში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებენ, „საკმაოდ მალე დასრულდება“.

„რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია საკმაოდ მალე დასრულდება. ჩვენ არ ვაპირებთ მის განზრახ გაჭიანურებას“,– ციტირებს რუს სენატორს რუსული სახელმწიფო მედია.

მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნები არ წყვეტენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და „ცეცხლზე ნავთს ასხამენ“.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა Sky News-თან ინტერვიუში დაადასტურა რუსეთის მნიშვნელოვანი დანაკარგები და მას უზარმაზარ ტრაგედია უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S