
ომის 51–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
15/04/2022 10:30:51 ევროპა, მსოფლიო
რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე ოკუპანტების სამხედრო დანაკარგმა 20 000-ს მიაღწია,- იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.
უწყების ცნობით, რუსეთის ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 15 აპრილის ჩათვლით, სავარაუდოდ, ასე გამოიყურება:
- პერსონალი - 20 000 ადამიანი,
- ტანკები - 756
- დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 1 976
- საარტილერიო სისტემები - 366
- ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] - 122
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 66
- თვითმფრინავი - 163
- ვერტმფრენები - 144
- გემები / ნავები - 8
- საწვავის ავზები - 76
- ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 135
- სპეციალური აღჭურვილობა - 25
როგორც გენერალური შტაბი აღნიშნავს, ამ დროისთვის მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება, რადგან დათვლას ართულებს ინტენსიური საომარი მოქმედებები.