ფინეთის მინისტრი ევროპულ საქმეთა საკითხებში: "დიდი ალბათობით, ფინეთი ნატო–ს შეუერთდება"
15/04/2022 10:21:01 მსოფლიო
ფინეთის მინისტრი ევროპულ საქმეთა საკითხებში ტიტი ტუპურაინენი აცხადებს, რომ "დიდი ალბათობით, ფინეთი ნატო–ს შეუერთდება".
მისი თქმით, წევრობაზე განაცხადის გაკეთების პროცესი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარიმართოს.
"როგორც ჩანს, ფინეთის მოსახლეობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება. ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის. ჩვენ ვართ საპარლამენტო დემოკრატია, ამიტომ ეს საკითხი პარლამენტში უნდა განვიხილოთ. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით მიღებული არ არის", – განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება კრემლის მუქარას ნატო–ში ფინეთის შესაძლო გაწვერიანებასთან დაკავშირებით, ტიტი ტუპურაინენი აცხადებს, რომ "ყველა ქვეყანას აქვს უფლება, განსაზღვროს საკუთარი უსაფრთხოების ზომები".
"ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან, ძალიან ფრთხილად, რათა არ შევზღუდოთ ჩვენი მანევრის სივრცე გარე ფაქტორების გამო. ასე რომ, რასაც რუსეთი ამბობს, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, მაგრამ ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს ჩვენი ინტერესებიდან და პირობებიდან გამომდინარე, ზოგადი ვითარების გათვალისწინებით", – დასძინა მინისტრმა.


