Accentnews.ge
„ჩვენი ოინებია! იგივე მოხდა ჩეჩნეთში“  – უკრაინის უშიშროება რუსეთის ბრალდებების საპასუხოდ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს

„ჩვენი ოინებია! იგივე მოხდა ჩეჩნეთში“  – უკრაინის უშიშროება რუსეთის ბრალდებების საპასუხოდ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს

15/04/2022 09:59:20 ევროპა, მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მორიგ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს დასტურად იმისა, რომ რუსეთმა თავად დაბომბა ბრიანსკის ოლქის სოფელი კლიმოვო, ხოლო მასზე პასუხისმგებლობას უკრაინას აკისრებს.

„რუსეთის ფედერაციამ თავად დაბომბა კლიმოვო და ამას ადასტურებს ოკუპანტების სატელეფონო საუბრების ბოლოდროინდელი მოსმენები“,– აღნიშნავს უწყება.

ჩანაწერის მიხედვით, ქალი დონეცკის ოლქში მყოფ მეუღლეს – სამხედროს უამბობს კლიმოვოსთან დაკავშირებულ ცნობებს, კაცი კი პასუხობს „ეს ჩვენი ოინებია“ და ამატებს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მეთაურისგან მიიღო.

ცილის კითხვაზე "რატომ აკეთებენ ამას?", სამხედრო პასუხობს: "ასა საჭირო: უკრაინელების პროვოცირება უნდა მოახდინონ [...]

იგივე მოხდა ჩეჩნეთის ომში: მოსკოვში ააფეთქეს ბინები, თითქოს ტერორისტები იყვნენ. სინამდვილეში, FSB-ს ოფიცრები იყვნენ. უბრალოდ, ახლა ისინი (უკრაინელები - რედ.) ამ მანძილზე ვერაფრით შეძლებდნენ სროლას“.

სამხედრო ამბობს, რომ აპირებს, დაწეროს უარი უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში შემდგომი მონაწილეობის შესახებ.

14 აპრილს ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა სოფელ კლიმოვოს დაბომბვაში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა.

როგორც მან ტელეგრამ–არხზე დაწერა, დაზიანდა ორი საცხოვრებელი სახლი.

კლიმოვოს ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს მიმღები განყოფილების წარმომადგენელმა რუსულ TAСС-ს განუცხადა, რომ "დაბომბვის შედეგად დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის - ორსული ქალი და ბავშვი".

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ შენობა იწვის, ხოლო ხალხი ამბობს, რომ ეს დაბომბვის შედეგია. სად და როდის იქნა გადაღებული ეს კადრები, უცნობია.

მოგვიანებით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები ორი საბრძოლო ვერტმფრენის გამოყენებით შეიჭრნენ რუსეთის საჰაერო სივრცეში და დაბალ სიმაღლეზე ფრენისას მიზანმიმართულად საცხოვრებელ სახლებზე სულ მცირე, ექვსი ავიადარტყმა განახორციელეს.

სოფელი კლიმოვო საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს.

14 აპრილს რუსეთის ФСБ–მ ასევე გამოაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ წინა დღით ბრიანსკის ოლქში ნოვიე იურკოვიჩის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ცეცხლი გაუხსნა. მსხვერპლი არ ყოფილა.

13 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა უკრაინა რუსეთის ტერიტორიის დაბომბვაში დაადანაშაულა და დაიმუქრა, რომ ასეთი ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთს შეუძლია, დაბომბოს "გადაწყვეტილების მიმღები ცენტრები", მათ შორის – კიევში. ამასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსიმა მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ მსგავს შემთხვევაში უკრაინული მხარე საპასუხო დარტყმებს განახორციელებს.

მანამდე GULAGU NET–ის დამფუძნებელი ვლადიმირ ოსეჩკინი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ რუსეთი უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში ტერაქტების განხორციელებას გეგმავს, რათა „ადვილი იყოს მაქსიმალურად მეტი რაოდენობის სამხედრო მოსამსახურის, რეზერვისტის, წვევამდელის მობილიზება უკრაინაში გასაგზავნად“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S