აშშ–ის FDA-მ კორონავირუსის ჩასასუნთქი ტესტი დაამტკიცა
15/04/2022 09:53:04 მსოფლიო
აშშ–ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა "კოვიდ-19"-ის ჩასასუნთქ ტესტს, რომელსაც დაავადების დიაგნოსტირება 3 წუთში შეუძლია.
ტესტი კომპანია Frisco-ს მიერაა დამზადებული და მისი გამოყენება 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვისაა დაშვებული, იმ ადგილებში, სადაც ნიმუშები გროვდება, როგორიცაა ექიმის კაბინეტი, საავადმყოფო, მობილური ტესტირების ადგილი.
FDA-ს თქმით, მოწყობილობა დაახლოებით ხელბარგის ზომისაა და მუშაობს სუნთქვის ნიმუშებში ქიმიური ნაერთების აღმოჩენის საშუალებით, რომლებიც დაკავშირებულია SARS-CoV-2 ინფექციასთან.
2 409 ადამიანის კვლევის შედეგების თანახმად, ტესტმა სწორად გამოავლინა დადებითი ნიმუშების 91.2% და უარყოფითი ნიმუშების 99.3%.


