Accentnews.ge
გერმანია უკრაინასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტს იძიებს

გერმანია უკრაინასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტს იძიებს

15/04/2022 09:32:59 ევროპა

ბერლინის პროკურატურაში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შესაძლო გამჟღავნებასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ შევიდა განცხადება. საუბარია ფარული მოსმენების შინაარსზე, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას და ჩადენილ დანაშაულს ეხება,– იუწყება გერმანულ გამოცემა DW.

განცხადების ავტორია ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი მარი-აგნესე სტრაკ-ზიმერმანი, რომელიც მიმდინარე კვირაში ეწვია უკრაინას.

როგორც ირკვევა, გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა გადაიჭირა რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროების რადიო კომუნიკაციები, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის შესახებ. არსებობს ეჭვი, რომ საუბრის დეტალები მოგვიანებით მედიას გადაეცა.

გასულ კვირას გერმანიის დაზვერვამ სპეცსამსახურების საქმიანობის მონიტორინგის კომიტეტს წარუდგინა მოსმენის ოქმები. ასლები ასევე გაეგზავნათ ბუნდესტაგის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტებს. გერმანული მედია ვარაუდობს, რომ ინფორმაციის გაჟონვა სწორედ ამ ეტაპზე უნდა მომხდარიყო. ამის დადგენა ახლა უკვე ბერლინის პროკურატურას მოუწევს.

მას შემდეგ, რაც მოსმენების შესახებ გახდა ცნობილი, რუსმა სამხედროებმა დახურეს ის არხები, რომლის მეშვეობითაც აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. დაიბლოკა ინფორმაციის სხვა წყაროებზე წვდომაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S