Accentnews.ge
მოსკოვმა ვაშინგტონს უკრაინის შეიარაღების შეწყვეტა მოსთხოვა და "არაპროგნოზირებადი შედეგებით" დაემუქრა - The Washington Post

მოსკოვმა ვაშინგტონს უკრაინის შეიარაღების შეწყვეტა მოსთხოვა და "არაპროგნოზირებადი შედეგებით" დაემუქრა - The Washington Post

15/04/2022 08:56:32 მსოფლიო

მოსკოვმა ვაშინგტონს უკრაინის შეიარაღების შეწყვეტა მოსთხოვა და "არაპროგნოზირებადი შედეგებით" დაემუქრა, - იუწყება The Washington Post ოფიციალურ დიპლომატიურ ნოტაზე დაყრდნობით.

მისივე ინფორმაციით, ნოტა პრეზიდენტ ბაიდენის მიერ უკრაინისთვის მისაწოდებელი შეიარაღების სპექტრის გაფართოების მხარდაჭერას მოჰყვა.

"აშშ-ისა და ნატო-ს მიერ უკრაინისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე სისტემების მიწოდება კონფლიქტის ცეცხლზე ნავთის დასხმაა და არაპროგნოზირებად შედეგებს გამოიწვევს" - ნათქვამია ნოტაში.

"ის, რასაც რუსები კერძო რეჟიმში გვიცხადებენ, იგივეა, რასაც ჩვენ მსოფლიოს საჯაროდ ვამცნობდით - რომ ის უზარმაზარი მოცულობა დახმარებისა, რომელსაც ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს ვუწევთ, ძალზე ეფექტურია" - განუცხადა გამოცემას ანონიმმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S