Accentnews.ge
„რუსი სამხედროები საფლავებს თხრიან“– მარიუპოლის საკრებულო

„რუსი სამხედროები საფლავებს თხრიან“– მარიუპოლის საკრებულო

15/04/2022 08:45:37 ევროპა

მარიუპოლის საკრებულოს ინფორმაციით, ქალაქში რუსი სამხედროები საფლავებს თხრიან. კერძოდ, ჯარისკაცებმა საცხოვრებელი სახლების ეზოებში დასაფლავებული ადამიანების ექსჰუმაცია დაიწყეს, ხოლო მოქალაქეებს თავიანთი დაღუპული ახლობლების დამარხვის საშუალებას არ აძლევენ.

„ყველა ეზოს მიუჩინეს ზედამხედველი, რომელიც მარიუპოლის მცხოვრებლებს თავიანთი ნათესავებისა და ნაცნობების დამარხვის უფლებას არ აძლევს. უცნობია, რატომ დაიწყეს ექსჰუმაცია და რას უპირებენ ცხედრებს“, – აცხადებს მარიუპოლის საკრებულო.

საკრებულოს განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსები დანაშაულის კვალის წაშლას ცდილობენ.

ორი დღის წინ უკრაინის დაზვერვა მარიუპოლში 13 მოძრავი კრემატორიუმის დაფიქსირების შესახებ იუწყებოდა:

„მას შემდეგ, რაც ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკ მკვლელობებს ფართო საერთაშორისო გახმაურების მოჰყვა, რუსულმა ძალებმა მობილური კრემატორიების გამოყენება დაიწყეს ცხედრების გასანადგურებლად.

მარიუპოლში დაფიქსირდა 13 მობილური კრემატორუმი, რომლებიც ქუჩებს წმენდენ დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრებისგან. ურჯულოები ცდილობენ, ფილტრაციის ბანაკების მეშვეობით ამოიცნონ სისასტიკის ყველა პოტენციური მოწმე და გაანადგურონ“,– ნათქვამია შეტყობინებაში.

უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რომ მათ არაერთხელ დააფიქსირეს მობილური კრემატორიის გამოყენების შემთხვევები ჩერნიგოვისა და ლუგანსკის ოლქებში:

„ამ კრემატორიუმებში რუსი სამხედროების ცხედრებსაც წვავენ დანაკარგების დასაფარად“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S