Accentnews.ge
20 აპრილამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

20 აპრილამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

15/04/2022 08:35:36 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 აპრილს საქართველოში გამოიდარებს და 20 აპრილამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ხვალ ჰაერის ტემპერატურა +17, +22, ხოლო 17-19 აპრილს +26, +31 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ჰაერი +22, +27 გრადუსამდე გათბება. 18-19 აპრილს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 16 აპრილს +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17-19 აპრილს +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S