საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიები რუსეთთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ
15/04/2022 08:32:58 მსოფლიო
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიები რუსეთთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ, ამ კუთხით "გარკვეული პრობლემების" შესახებ რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში განაცხადეს.
საუბარია უმთავრესად ევროკავშირის მიმართულებაზე: ბლოკის ქვეყნებმა მათ ტერიტორიებზე რუსული სანომრე ნიშნების მქონე სატვირთოების შესვლა აკრძალეს.
გარდა ამისა, ევროპული სადაზღვევო კომპანიები უარს აცხადებენ, რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას შესაძლო რისკები აანაზღაურონ.


