
ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე მსხვილი აქტივები გაყინეს: სანქციბის ქვეშ კიდევ ორი რუსი ოლიგარქი მოექცა
15/04/2022 08:28:43 ევროპა
ბრიტანეთმა კიდევ ორი რუს ოლიგარქს დაუწესა სანქციები. საუბარია რომან აბრამოვიჩის ახლო გარემოცვის წევრებზე – ევგენი ტენენბაუმსა და დავიდ დავიდოვიჩზე. თავად აბრამოვიჩს სანქციები უფრო ადრე დაუწესდა. მიმდინარე კვირაში კი კუნძულ ჯერსის სასამართლომ აბრამოვიჩს 5,4 მილიარდი ფუნტის ოდენობის აქტივები გაუყინა.
ამჟამად ბრიტანეთში ევგენი ტენენბაუმისა და დავიდ დავიდოვიჩის აქტივები გაყინულია და ნებისმიერი თვითმფრინავი ან ხომალდი, რომელთაც ისინი ფლობენ, აკონტროლებენ ან ექსპლუატაციას უწევენ, დაყადაღდება.
არსებული ინფორმაციით, მათ საკუთრებაში არსებული აქტივები 10 მილიარდ ფუნტს შეადგენს და როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ეს ყველაზე მსხვილი აქტივების გაყინვაა ბრიტანეთის ისტორიაში.