უკრაინის გენპროკურატურა: "რუსეთის აგრესიას 198 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა"
15/04/2022 07:41:06 მსოფლიო
რუსეთის შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 198 ბავშვი დაიღუპა, 355-მა სხვადასხვა ტიპის დაზიანება მიიღო. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი დაზარალებულია დონეცკის, კიევისა და ხარკოვის რეგიონებში.
პროკურატურის ინფორმაციით, მონაცემები საბოლოო არაა და ჯერ კიდედვ ზუსტდება.


