
აშშ-ის ოფიციალური პირები ომის დაწყების შემდეგ პირველად ჩავიდნენ უკრაინაში
15/04/2022 06:55:48 ევროპა, მსოფლიო
ამერიკელი სენატორები სტივ დეინსი და ვიქტორია სპარცი ხუთშაბათს ეწვივნენ კიევს და მის გარეუბნებს. ისინი გახდნენ პირველი ამერიკელი ოფიციალური პირები, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ ჩავიდნენ უკრაინაში,– იუწყება The New York Times.
"ეს კოშმარი ადგილზე, საკუთარი თვალით უნდა ნახო - ამ შთაბეჭდილებას, უკრაინის ლიდერებთან, დაზარალებულ მოქალაქეებთან საუბარს ვერაფერი შეცვლის" - განცხადა დეინსმა ბოროდიანკაში.
გამოცემის ცნობით, რესპუბლიკელი სენატორები უკრაინის მთავრობამ მიიწვია. დენისმა აღმოსავლეთ ევროპაში მოგზაურობა შეაჩერა უკრაინაში ვიზიტისთვის. სპარცმა, რომელიც გასულ წელს გახდა პირველი უკრაინული წარმოშობის სენატორი კონგრესში, დაგეგმა არაოფიციალური ვიზიტი უკრაინაში და მოგვიანებით შეუერთდა დეინსს.
სენატორები ბუჩასაც ეწვივნენ და მასობრივი საფლავის ექსჰუმაცია დააკვირდნენ.
"ომის დანაშაულების უდავო მტკიცებულება! ჩვენ რამდენიმე მილი გავიარეთ, ვნახეთ ვლადიმირ პუტინის ამ ბოროტი შემოჭრის შედეგად გამოწვეული სიკვდილი და ნგრევა",– განაცხადა დენსმა ნანახის შეფასებისას.
მა აშშ–ს მოუწოდეს, დააბრუნოს დიპლომატები კიევში, როგორც ეს ზოგიერთმა ევროპულმა სახელმწიფომ გააკეთა.
”იმედი მაქვს, რომ ჩვენი ვიზიტი წაახალისებს უფრო მეტ ამერიკელ ოფიციალურ პირს და ლიდერს, მოვიდნენ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად”, - თქვა დეინსმა.
სენატორებმა განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ კონგრესში ორპარტიულ ძალისხმევას, უბიძგონ ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის არმიისთვის იარაღის უფრო სწრაფად მიწოდებისკენ.
"ვფიქრობ, უნდა გავწიოთ ლეტალური იარაღით დახმარება, რომელიც უკრაინელებს სჭირდებათ ამ ომის მოსაგებად. ჰუმანიტარული კრიზისი არ დასრულდება მანამ, ვიდრე ომი არ დასრულდება. და ომი არ დასრულდება მანამ, ვიდრე უკრაინელები არ გაიმარჯვებენ", - დასძინა დეინსმა.
ამერიკული მედია უკვე რამდენიმე დღეა, ავრცელებს ცნობებს, რომ ვაშინგტონი უკრაინაში მთავრობის მაღალჩინოსნის გაგზავნის საკითხს განიხილავს. ცნობები დაადასტურა აშშ–ის პრეზიდენტმაც. ამასთან, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მზადაა, უკრაინაში ჩავიდეს.