Accentnews.ge
თბილისში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მებრძოლი

თბილისში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მებრძოლი

15/04/2022 05:59:24 საზოგადოება

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები - 21 წლის ნიკოლოზ შანავა და 47 წლის დავით მენაბდიშვილი გამთენიისას ვარშავიდან თბილისში ჩამოასვენეს. ისინი ბატალიონ „კარპატსკა სიჩის“ წევრები იყვნენ და ხარკოვის გასათავისუფლებლად იბრძოდნენ.

ნიკოლოზ შანავა და დავით მენაბდიშვილი 9 აპრილს დაიღუპნენ ხარკოვის მახლობლად, რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული საარტილერიო შეტევისას.

მენაბდიშვილი რუსთავის სიონის ტაძარშია დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. ხოლო შანავა საკუთარ სახლში – ვარკეთილში.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინაში დაიღუპა 6 ქართველი მებრძოლი. ქალაქ ირპენთან დაღუპული დავით გობეჯიშვილი, გია ბერუაშვილი და დავით რატიანი საქართველოში მარტში ჩამოასვენეს. მარიუპოლში დაიღუპა ბახვა ჩიქობავა. რუსების მიერ ალყაშამორტყმული ქალაქიდან მისი ცხედრის გადმოსვენება ვერ ხერხდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S