რუსეთმა ხომალდ "მოსკოვის" ჩაძირვა დაადასტურა
14/04/2022 20:04:08 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ კრეისერი „მოსკოვი“ ჩაიძირა
13 აპრილს ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ ტელეგრამ-არხით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შავი ზღვის უკრაინელმა დამცველებმა რუსული გემი სერიოზულად დააზიანეს რაკეტებით „ნეპტუნი“.
უკრაინული Forbes-ის ცნობით, Москва-ს ღირებულება დაახლოებით 750 მილიონი დოლარია და ამ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული სამხედრო ტექნიკაა, რომელიც უკრაინულმა მხარემ ომში გაანეიტრალა.
ექსპერტების შეფასებით, რუსული სარაკეტო კრეისერის, Moskva-ს დაზიანება არის როგორც სიმბოლური, ასევე სამხედრო ღირებულების მატარებელი, რადგან შავ ზღვაში რუსული ფლოტის ფლაგმანი იყო.


