ბაიდენმა მზადყოფნა გამოთქვა, ჩავიდეს უკრაინაში
14/04/2022 19:19:49 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მზად არის, უკრაინაში ჩავიდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
რეპორტიორმა ბაიდენს ჰკითხა, აპირებს თუ არა ვაშინგტონი უკრაინაში აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნის გაგზავნას, რაზეც ბაიდენმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
ამის შემდეგ ბაიდენმა თავად ჰკითხა ჟურნალისტს, მზად არის თუ არა რეპორტიორი უკრაინაში წასასვლელად, რაზე საპასუხოდაც ჟურნალისტმა მას კითხვა შეუბრუნა: "და თქვენ მზად ხართ?" საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: "დიახ".
ამერიკული მედია უკვე რამდენიმე დღეა, ავრცელებს ცნობებს, რომ ვაშინგტონი უკრაინაში მთავრობის მაღალჩინოსნის გაგზავნის საკითხს განიხილავს.


