"თურქეთი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ორგაიზების იმედს არ კარგავს"
14/04/2022 16:16:17 მსოფლიო
თურქეთი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ორგაიზების იმედს არ კარგავს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძვანელმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
"ვიცით, რომ კრიტიკული თემები სწორედ ორი ლიდერის შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს, ამდენად, ვეცდებით, ისინი ერთად შევყაროთ. არაადამიანურმა კადრებმა ბუჩადან და ირპენიდან ატმოსფერო შეცვალა, განსაკუთრებით - უკრაინული მხარისათვის და მოლაპარაკებათა პროცესი მნიშვნელოვნად დააზიანა, მიუხედავად რუსული მხარის სხვადასხვა განცხადებებისა. და მაინც, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, მოლაპარაკებები შეიძლება, გაგრძელდეს. თუმცა "კის" სათქმელად ორი ლიდერია საჭირო, განსაკუთრებით - პრეზიდენტი პუტინი" - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.
მისივე თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ცეცხლის შეწყვეტის ალბათობა, თუ საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება და დონბასზე ახალი შეტევები განხორციელდება, პრეზიდენტების შეხვედრის მიღწევა ძალზე გართულდება".


