
ბათუმში "ალტ-ინფოს" ოფისი წითლად შეღებეს
14/04/2022 15:46:45 საზოგადოება
ბათუმში პრორუსული "ალტ-ინფოს" ოფისი წითლად შეღებეს.
ალტ-ინფოს ოფისს წითელი საღებავი პროტესტის ნიშნად არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" ხელმძღვანელმა ხათუნა ბერიძემ შეახსა. მისი თქმით, პროვოკაციების თავიდან ასარიდებლად ოფისთან მარტო მივიდა.
"ვისაც უნდა რუსეთი და რუსები, მიბრძანდეს, ბატონო, თუ არადა მივაბრძანებ იქითკენ, საითაც რუსული ხომალდი გაუშვეს", - აცხადებს აქტივისტი.
მოგვიანებით, მან ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ იერსახის დამახინჯების მიზეზით პოლიციამ 50 ლარით დააჯარიმა.