Accentnews.ge
სტეფანჩუკი: "რადამ რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა"

სტეფანჩუკი: "რადამ რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა"

14/04/2022 15:43:56 მსოფლიო

„უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა“, – ამის შესახებ კრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა

"ყოველდღიური მასობრივი მკვლელობები, გატაცებები, პატიმრობა, წამება, ქალებისა და ბავშვების გაუპატიურება, მკვდრების დაცინვა, სიკვდილით დასჯა, დასახლებების ბლოკადა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, შიმშილის, როგორც ომის მეთოდის გამოყენება… უკრაინა მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, აღიაროს რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის გენოციდი, ასევე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, ომის დანაშაულები უკრაინაში“, – აღნიშნა რუსლან სტეფანჩუკმა.

13 აპრილის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინაში გამოვლენილი სისასტიკე კვალიფიცირდება, როგორც გენოციდი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S