კიევი: "პატიმართა მორიგი გაცვლის შედეგად რუსეთის ტყვეობიდან 30 უკრაინელი გათავისუფლდა"
14/04/2022 15:06:30 მსოფლიო
უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, პატიმართა მორიგი გაცვლის შედეგად რუსეთის ტყვეობიდან 30 უკრაინელი გათავისუფლდა.
მისი თქმით, უკრაინაში დაბრუნდა 22 სამხედრო და 8 სამოქალაქო პირი, მათ შორის 1 ქალი.
როგორც მან აღნიშნა, ეს სამხედრო ტყვეების რიგით მეოთხე გაცვლაა.
ვერეშჩუკს არ უთქვამს, თუ რამდენი სამხედრო ტყვე გადასცა უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთს.
მანამდე 1 აპრილს უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს ფორმატში, 86- 86-ზე, რამაც კიევს შესაძლებლობა მისცა ასევე დაებრუნებინა 15 სამხედრო მოსამსახურე. უფრო ადრე, 24 მარტს პატიმრების გაცვლა მოხდა ფორმატით 10-10. ამ პროცესში უკრაინის ხელისუფლებამ 9 რუსი სამხედრო მოსამსახურე გაცვალა ტყვეობაში მყოფ ქალაქ მელიტოპოლის მერ ივან ფიოდოროვში, რომელიც რუსმა სამხედროებმა 11 მარტს გაიტაცეს.
როგორც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, 1 მარტს სუმის ოლქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთ-ერთი რუსი სამხედრო მეთაური უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის 5 მებრძოლში გაცვალა.
უკრაინის ვიცე-პრემიერი და ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანახმად, 12 აპრილის მდგომარეობით, რუსეთის პატიმრობაში იმყოფება სულ 1700 სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე.


