
CPJ უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, ნეჟიბორეცისა და ზამოისკის სიკვდილის გარემოებები გამოიძიოს
14/04/2022 14:17:17 ევროპა
ნიუ-იორკში მდებარე ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას, რომ გამოიძიოს და დაადგინოს რუსეთის მიერ სამხედრო ინტერვენციის დროს დაღუპული ჟურნალისტების რომან ნეჟობორეცისა და ზორესლავ ზამოიკსის სიკვდილის მიზეზი.
კომიტეტი (CPJ) აღნიშნავს, რომ ნეჟიბორეცის ცხედარი ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს ჩრდილოეთ უკრაინის სოფელ იაჰიდნეში არსებულ სამარხში, ხოლო ზამოისკის ცხედარი კი უკრაინის დედაქალაქ კიევის მახლობლად, ბუჩაში იქნა ნაპოვნი მას შედეგ, რაც აღნიშნული ტერიტორი რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დატოვეს.
„ჩვენ ძალიან ვწუხვართ ჟურნალისტ ნეჟობორეცისა და ზორესლავ ზამოისკის დაღუპვის გამო და მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას დაუყოვნებლად ჩაატაროს გამოძიება და დაადგინოს, ხომ არ დახოცეს ისინი მათი ჟურნალისტური საქმიანობისთვის შურისძიების მიზნით“, - ნათქვამია CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების კოორდინატორის, გულონოზა საიდის განცხადებაში.
უკრაინის ჟურნალისტთა ნაციონალურმა კავშირმა 13 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე 20 ჟურნალისტი დაიღუპა.