Accentnews.ge
ელისტის ადმინისტრაციის თანამშრომელი რუსეთის არმიაზე „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებით დააკავეს

ელისტის ადმინისტრაციის თანამშრომელი რუსეთის არმიაზე „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებით დააკავეს

14/04/2022 14:14:03 მსოფლიო

რუსეთის უშიშროების თანამშრომლებმა ყალმუხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ელისტის საქალაქო ადმინისტრაციის თანამშრომელი დააკავეს, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთის არმიის მოქმედების თაობაზე „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებაში.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის რეგიონული სამმართველოს ცნობით, ეჭვმიტანილმა შექმნა „ტელეგრამის“ არხი და თავის სამუშაო კომპიუტერიდან აქვეყნებდა უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს დაღუპული რუსი სამხედრო მოსამსახურეების შესახებ ინფორმაციებს.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S