ლარი გამყარებას განაგრძობს
14/04/2022 13:52:44 ეკონომიკა, რეკლამა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 15 აპრილს ერთი ამერიკული დოლარი 3.0741 ლარი ეღირება, ევრო – 3.3526 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.0369 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.0830 ლარი ღირდა, ევრო – 3.3380 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.0091 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.


