Accentnews.ge
მოლდოვა  ქვეყანაში "Z" და "V" სიმბოლოების გამოყენებას კრძალავს

მოლდოვა  ქვეყანაში "Z" და "V" სიმბოლოების გამოყენებას კრძალავს

14/04/2022 13:28:24 მსოფლიო

მოლდოვის პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას გეორგიევსკის ლენტის Z და V სიმბოლოების გამოყენებისთვის, რაც სამხედრო აგრესიასთან ასოცირდება.

პროექტის მიხედვით, მოსდოვა კრძალავს სამხედრო აგრესიის, ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების პროპაგანდისტულ სიმბოლოებს და ატრიბუტებს. მათ შორისაა "Z", "V" სიმბოლოები, რომლებიც გამოსახულია უკრაინაში გადასროლილ რუსულ სამხედრო ტექნიკაზე.

სამხედრო აგრესიის მხარდასაჭერად გამოყენებული ამ ატრიბუტებისა და სიმბოლოების წარმოება, გაყიდვა, დისტრიბუცია და საჯარო გამოყენება დაისჯება ჯარიმით 4500-დან 9000 ლეუმდე ან 30-დან 60 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით. ჯარიმა უფრო მაღალია იურიდიული პირებისთვის.

კანონპროექტის მიღებას კომუნისტებისა და სოციალისტების ბლოკის დეპუტატების პროტესტი მოჰყვა. ისინი პროექტს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

კანონი ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S